სამართალი
საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი ბაბუცა პატარაია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ამის შესახებ ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც დაჯილდოების ცერემონიალზე ითქვა, ბაბუცა პატარაიას ჯილდო გადაეცა „ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის“.