საზოგადოება
ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკაში აფხაზი პაციენტებიც მკურნალობენ

aklinikaროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ზუგდიდში განთავსებული აფხაზეთიდან დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელ თამაზ ჯანაშიას განცხადებით, პოლიკლინიკაში თითქმის ყოველდღიურად მოდიან აფხაზი ეროვნების მოქალაქეები სამკურნალოდ.

„ამ დღეებში 5 აფხაზი ავადმყოფი მოვიდა ჩვენთან. მოდიან არა მარტო ოჩამჩირიდან და ტყვარჩელიდან, არამედ გუდაუთიდანაც, მაგრამ პრობლემა მათი მკურნალობაა. ჯერჯერობით ვახერხებთ ძველი ნაცნობობით მათ მომსახურებას, მაგრამ – სანამდე?!.“ – განაცხადა თამაზ ჯანაშიამ. მისი თქმით, აფხაზების მოსახურებაში პრობლემებს ქმნის დაუფინანსებლობა, ტრანსპორტირება და ქართული პასპორტების უქონლობა. „უკვე 120 აფხაზი პაციენტი გვყავს გატარებული, მადლობლები არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათგან ჯერ არ მომისმენია, ეთქვათ – აფხაზეთში, სოხუმში შევხვედრილიყავითო“, – აღნიშნა თამაზ ჯანაშიამ.

 

საქინფორმი