უცხოეთი
საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა.
ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ხუთშაბათს, 2024 წლის 7 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა შეათანხმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანულ მხარეს შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნა აგრემანისთვის [თანხმობისთვის]”, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ყოფილი ელჩი ვადიმ პრისტაიკო პოზიციიდან 2023 წლის ივლისში დაითხოვეს.
interpressnews.ge