უცხოეთი
"გერმანიაში დენაციფიკაცია არ დასრულებულა"- ზახაროვა

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ბუნდესვერის ოფიცრებს შორის საუბრები იმაზე მეტყველებს, რომ გერმანიაში დენაციფიკაცია არ დასრულებულა - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.

"გერმანიაში დენაციფიკაცია არ დასრულებულა. თუ გერმანელები არ შეცვლიან სიტუაციას, შედეგები გერმანიისთვის საშინელი იქნება“, - ამბობს ზახაროვა გერმანიის მხრიდან დაწყებულ გამოძიებაზე.

საუბარია გერმანელი მაღალი რანგის ოფიცრების ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე, სადაც ისინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას განიხილავდნენ. ფარული ჩანაწერები კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა.

როგორ და რა ფორმით მოხვდა ჩანაწერები ოკუპანტების ხელში, ამაზე გერმანიამ გამოძიება დაიწყო.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა, ზახაროვას განცხადებას აბსურდი და დაშინების წარუმატებელი მცდელობა უწოდეს.

resonancedaily.com