სამართალი
ლოთი ქობალიას სიმინდის ყანაში პოლიციელები ეწვივნენ

lotiროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს „ეროვნული საბჭოდან“ ლოთი ქობალიას სოფელ ერგეტაში იჯარით აქვს აღებული 12 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც ჰიბრიდული სიმინდი აქვს დათესილი.

 

ამ დღეებში პოლიციელები ყანაში ეწვივნენ ლოთი ქობალიას და პოლიციაში დაიბარეს. „მე მივესალმები ქვეყნის სიძლიერეს, მაგრამ, გამაგებინეთ, რამე საშიშროება ხომ არ არის მოსალოდნელი – ვერ გამიგია, რატომ დამიბარეს პოლიციაში ან რა უნდათ ჩემთან ყანაში პოლიციელებს... მათ აინტერესებთ, როდის დავთესე სიმინდი, რამდენს ვთოხნი დღეში, რას ვაკეთებ ყანაში და ა.შ. რატომ ინტერესდებიან ამით პოლიციელები?. მე მათ რატომ უნდა დავეკითხო – როდის გავთოხნო სიმინდი და რა ზომის თოხი უნდა შევიტანო ყანაში?!. რა საქმე აქვს ჩემთან პოლიციას?!. სოფლის მეურნეობის თანამშრომლები რომ დაინტერესებულიყვნენ, კიდევ მესმის“... – განაცხადა ლოთი ქობალიამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე და პასუხის გაცემა თავის კოლეგებს სთხოვა, მაგრამ საკრებულოს დეპუტატებმა განუცხადეს, რომ ეს საკითხი საკრებულოს პრეროგატივა არ არის.

 

საქინფორმი