სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილის მკრეხელური განცხადება არის შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. როგორ შეიძლება ჩვენს ძვირფას ადამიანზე, პატრიარქზე მკრეხელური განცხადების გაკეთება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახე წარმოაჩინა.

როგორ შეიძლება, ჩვენს ძვირფას ადამიანზე, პატრიარქზე რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და, მით უმეტეს, ვინ, პრეზიდენტი, აქ საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, ეს არის შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოადგენს. ნიღაბი, რაც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდში, ის არის ჩამოხსნილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.