აქტუალური
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულებაზე იმსჯელებენ

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულებაზე იმსჯელებენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტით გაემგზავრა დელეგაცია აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარის, როვშან რუსტამოვის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის მიზანია მიზანია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სამშენებლო, აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაცნობა. ასევე, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი შეხვდება საქართველოსა და თურქეთის რკინიგზის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს.

შეხვედრის ძირითადი თემა აღნიშნული პროექტის დასრულება და ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა იქნება.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მუშაობა გრძელდება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე, რომელიც შუა დერეფნის მთავარი განშტოებაა.

მათივე ცნობით, ამ გზის ქართული სეგმენტის გაფართოებაზე მუშაობა რამდენიმე თვეში დასრულდება. ამრიგად, ბაქო-თბილის-ყარსის გამტარუნარიანობა მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.