აქტუალური
24-25 ივლისს სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირების გამო საპროტესტო აქციები იგეგმება

marS---80მოწოდება სოციალურ ქსელში გაჩნდა. „facebook“-ზე სპეციალური გვერდი შეიქმნა, რომელიც ათასობით მომხმარებელმა მოიწონა.

„24 და 25 ივლისს, 6 საათზე, შევიკრიბოთ ყველანი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის უსამართლოდ გაძვირების წინააღმდეგ და მოვითხოვოთ, დარჩეს ყველა სატრანსპორტო საშუალებებზე იგივე ტარიფი, რაც აქამდე იყო. მოვაწყოთ პარლამენტიდან მერიამდე მსვლელობა! საზოგადოებამ გამოვთქვათ პროტესტი უსამართლოდ გაძვირებულ ფასზე!... აქციის მიზანი არ არის პოლიტიკოსების მხარდაჭერა! აქციის მიზანი არის კონკრეტულ საკითხზე პროტესტი და კარგი იქნება, თუ პოლიტიკოსები პოლიტიკური ქულების დაწერაზე უარს იტყვიან! მერიის განცხადებით, მგზავრობის ღირებულების 80 თეთრამდე გაზრდა ყოფილა კონკურენციის შედეგი! თუ ეს გაუვიდათ, მომავალში გაზრდიან ავტობუსის მგზავრობის გადასახადსაც და რამდენიმე თვეში 1 ლარს გახდიან მგზავრობას!

 

გაუგზავნეთ ეს გვერდი თქვენს მეგობრებს და სთხოვეთ პროტესტში მონაწილეობა მიიღონ, დაიცვან საკუთარი უფლებები და პროტესტი უთხრან მათ ძარცვას!“ – ნათქვამია „facebook“-ზე გავრცელებულ განცახდებაში.

 

საქინფორმი