უცხოეთი
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ის, რაც ვრცელდება, ძალიან სერიოზული საკითხია და ამიტომ გამოძიება ძალიან ფრთხილად, ინტენსიურად და სწრაფად მიმდინარეობს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გუშინ, რუსეთის პროპაგანდისტული ტელევიზიის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გერმანელი მაღალი რანგის ოფიცრების საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გერმანელი ოფიცრები უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას განიხილავენ.

interpressnews.ge