საზოგადოება
სოციალური სააგენტო კონტროლის პალატის დასკვნაზე პასუხს ამზადებს

cocsaagentროგორც საქინფორმს სოციალური სააგენტოდან აცნობეს, კონტროლის პალატის დასკვნაზე სააგენტოს ოფიციალური პასუხი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, სადაც მოცემული იქნება ანალიზი მთავარი მაკონტროლებლის მიერ დაფიქსირებულ ყველა პრობლემასა და დარღვევაზე, ახსნილი იქნება დარღვევების გამომწვევი მიზეზები.

 

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებით სკანდალური დასკვნა დაახლოებით ერთი თვის წინათ გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით გაირკვა, რომ სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობდნენ გარდაცვლილები, სოცსააგენტოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე, ის პირები, რომლებიც აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები. გარდა ამისა, რამდენიმე ათასი დაზღვეულის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ მოხერხდა.

 

საქინფორმი