სამართალი
როგორც დაკავებული ფოტორეპორტიორის ადვოკატები განმარტავენ, განმეორებითი დაკითხვა დღეს, 15:00 საათზე, კონტრდაზვერვის მეორე სამსახურის მოადგილე ლადო დათაშვილის ინიციატივით გაიმართება.
„გუშინ გამომძიებელმა დაგვირეკა და გვაცნობა, რომ ბრალდებულის განმეორებით დაკითხვა სურს და ადვოკატები გლდანის #8 საპატიმროში დაგვიბარა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არა აბდალაძის, არამედ გამოძიების ინიციატივით ხდება“, – განაცხადა გიორგი აბდალაძის ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა.
იგივე შეტყობინებები მიიღეს დანარჩენი ორი ფოტოგრაფის – ზურაბ ქურციკიძისა და ირაკლი გედენიძის, ადვოკატებმაც.
დაკითხვის პარალელურად, გლდანის #8 საპყრობილესთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას გამართავენ.
საქინფორმი