საზოგადოება
სავაჭრო-სამრეწველო პალატას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

Kakha-Baindurashvilყოფილი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (სსპ) ახალი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ამ პოსტზე ჯემალ ინაიშვილი შეცვალა. ეს უკანასკნელი პალატას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კახა ბაუნდურაშვილი ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივნისში მისმა მოადგილე დიმიტრი გვინდაძემ შეცვალა. თავად ბაინდურაშვილი „საქართველოს ფოსტის“ სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიესალმა ბაინდურაშვილის დანიშვნას და განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პალატა მნიშვნელოვანი საშუალებაა „ბიზნესთან დიალოგის“ შესანარჩუნებლად.

„დიალოგი ბიზნესთან – ეს არის ჩვენი დევიზი, გარკვეულწილად, და ჩვენ გვინდა, ამ სვლით გავაგრძელოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

საქინფორმი