სამართალი
აშშ-ის საელჩო: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ რობინ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ რობინ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, კობახიძემ და დანიგანმა განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის.

„ასევე, განიხილეს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.