აქტუალური
დავით არახამია: აშშ-ისგან დახმარება თუ შემცირდება, საჭირო იქნება მეტი ადამიანის მობილიზება

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ისგან ​დახმარება თუ შემცირდება, საჭირო იქნება მეტი ადამიანის მობილიზება, – ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

არახამიამ მედიასათან აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების მოცულობა აისახება მობილიზაციაზე.

დახმარება თუ ნაკლები იქნება, ჩვენ დაგვჭირდება მეტი ადამიანის მობილიზება. დახმარება თუ მეტი იქნება, შეიარაღების კოეფიციენტი გაიზრდება და მაშინ ნაკლები ადამიანია საჭირო, რადგან ფრონტის ზოგიერთი მონაკვეთის იარაღით დაფარვაა შესაძლებელი და ამდენი ადამიანი არ იქნება საჭირო“, – განაცხადა არახამიამ.

ამასთან, არახამია მიიჩნევს, რომ მობილიზებული იქნება ნახევარ მილიონზე ნაკლები ადამიანი. ასევე, მან მობილიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მოქმედ ბრიგადებში ხალხის დანაკლისია, ზოგან 40%-მდე. დავით არახამიას თქმით, ეს უკავშირდება როტაციას და არა – დანაკარგს.