უცხოეთი
დიმიტრი მედვედევი - ბირთვული სახელმწიფოები სამშობლოს დასაცავად ომში არასდროს და არავისთან დამარცხებულან

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელსაც სამშობლოს დასაცავად აწარმოებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.

"რამდენიმე ხნის წინ დავწერე აქ, ჩემს „ტელეგრამ“ არხზე: "ბირთვული სახელმწიფო არ შეიძლება დამარცხდეს ომში". მყისვე გამოხტნენ ცბიერი გულის შემზარავი შეძახილებით: "არა, სულაც არ არის ასე, თუნდაც შეერთებულმა შტატებმა წააგო ომებში”, - ეს აშკარა სიცრუეა. მე არ ვსაუბრობდი ვიეტნამზე, ავღანეთზე ან ათობით სხვა ადგილზე, სადაც ამერიკელები აწარმოებდნენ კოლონიურ-დამპყრობლურ ომებს. მე დავწერე ისტორიული ომების შესახებ, რომელშიც სამშობლოს, საკუთარი მიწის, ხალხისა და ღირებულებების დაცვა ხდება. ეს ის ომებია, რომელიც ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს და არავისთან წაუგიათ“, - წერს მედვედევი.

interpressnews.ge