პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი: შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერს, რათა მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, რათა მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

ბორელს კითხვა დაუსვეს, რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას?

ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში.