სამართალი
თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

muSebორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე, უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ისანი-სამგორის რაიონის გამგებელმა თემურ გრიგალაშვილმა განმარტა, გორგასლის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის წინ ამწე დაზიანდა და მეექვსე სართულიდან ორი მუშა ჩამოვარდა. ორივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ.

 

საქინფორმი