პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში ერთმანეთს მიესალმნენ

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში ერთმანეთს მიესალმნენ.

სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

მიუნხენში უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენცია გაიმართა.