საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ევრაზიის ინსტიტუტი აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას თავისი საქმიანობის შესახებ. წარმატებული 2023 წლის შემდეგ, რომლის ძირითადი შედეგია დოკუმენტური ფილმის - „ფაშიზმი უკრაინაში - ზელენსკის საკონცენტრაციო ბანაკი“ გადაღება და გავრცელება ქართულ და რუსულ ენებზე, ევრაზიის ინსტიტუტი, თავისი არსებობის მე-16 წელს, ახალი პროექტებით უბრუნდება საზოგადოებას.
პირველი მიმართულებაა საერთაშორისო ფორმატის მრგვალი მაგიდების ჩატარება და, საზოგადოების წარმომადგენლებთან ქვეყნის მასშტაბით შეხვედრების გაგრძელება, საერთაშორისო პოლიტიკის, ქართულ-რუსული ურთიერთობების მომავლისა და ისტორიის საკითხებზე. შარშან ჩვენ პირველად გავმართეთ მრგვალი მაგიდა რუსეთთან სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციების გახსნის აუცილებლობასთან დაკავშირებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით. მსგავსი ინოვაციური პროექტები წელსაც გაგრძელდება.
მიმდინარე წლის მთავარი მიმართულებებია:
საერთაშორისო კონფერენცია „25 წელი იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს აგრესიისა და 10 წელი ყირიმის რუსეთთან შეერთების შემდეგ - უახლესი ისტორია და მსოფლიო პოლიტიკის მომავალი“ (მარტი);
შეხვედრა რუს პოლიტოლოგებთან (აპრილი);
1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზება (მაისი);
ახალი კრებულის გამოცემა და პრეზენტაცია XIX საუკუნის ქართულ-რუსული ისტორიის შესახებ;
შეხვედრები თბილისის, ბათუმის ქუთაისის, ქვემო ქართლისა და კახეთის საზოგადოებრიობასთან, მსოფლიოში და კავკასიის რეგიონში მიმდინარე საერთაშორისო მოვლენების განხილვის მიზნით;
„ძირითადი პრობლემები საქართველოსა და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებში“ - კვლევა
ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობა,
თბილისი, 2024 წლის 15 თებერვალი