სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი თავისუფალია!“, – წერს თორნიკე მამალაძე.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამაც, თუმცა გათავისუფლების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.