სამართალი
სერგეი ლავროვი: პალესტინას, ისრაელს და მთელ ახლო აღმოსავლეთს კატასტროფისკენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები უბიძგებენ

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ღაზას სექტორის გარშემო სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას ვერ ხედავს, განსაკუთრებით ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმის ფონზე.

ისრაელის ხელმძღვანელობის უკომპრომისო დამოკიდებულების გათვალისწინებით, გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია ღაზაში, ახლა კი მისი რაფაჰში გავრცელებით, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სექტორში სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას”, - აღნიშნა ლავროვმა.

მან ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი ამ კატასტროფული სიტუაციიდან. კატასტროფისკენ პალესტინასაც, ისრაელსაც და მთელ ახლო აღმოსავლეთსაც სწორედ ჩვენი ამერიკელი კოლეგები უბიძგებენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.