რეჟისორმა ზაზა სვანაძემ დღეს გამართულ თეატრალიზებულ წარმოდგენაზე ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების მიმართ რამდენიმე მედიასაშუალების არასოლიდარული დამოკიდებულება გააპროტესტა. ჭუჭყიანი ქვედა საცვლები, ბიუსტჰალტერი და მოჭმული ჰალსტუხი რეჟისორმა გაზეთ „პრაიმ თაიმის“ რედაქციის წინ ე.წ. უზნეობის თოკზე გამოფინა.
ზაზა სვანაძემ თითოეული გამოფენილი ნივთის „მესაკუთრეც“ დაასახელა. კერძოდ, მისი განმარტებით, მოჭმული ჰალსტუხი – მიხეილ სააკაშვილს, წითელი ტანგა – გაზეთ „პრაიმ თაიმის“ რედაქტორ თამარ ფხაკაძეს, წითელი საღებავით დასვრილი საცვალი – ჟურნალისტ გურამ დონაძეს, ხოლო ბორკილებდადებული ქვედა საცვალი ტელეკომპანია „იმედს“ ეკუთვნის.ამასთან, რეჟისორმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე, „I არხის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და „პრაიმ თაიმის“ რედაქტორი თაკო ფხაკაძე ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილს წარმოადგენენ“.
„ისინი ჩვენს პირად საქმეებში იქექებიან, ჩვენ კი მათი ნამდვილი სახე გამოვფინეთ. ეს ადამიანები ოპოზიციის წარმომადგენლების სახეზე დანახული ნაოჭის შესახებაც წერენ, მაშინ, როცა ხელისუფლებაში მამათმავლები ჰყავთ, ქვეყნის პირველი პირი სექსუალური მანიაკია, „იმედის“ გენერალური დირექტორის მეუღლე ალინა არველაძე კი – უძველესი პროფესიის წარმომადგენელი. ისინი იქცევიან არა როგორც ჟურნალისტები, არამედ როგორც შსს-ის მაღალჩინოსნები“, – დასძინა სვანაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ „მოვა დრო და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტები სათანადოდ დაისჯებიან“.
საქინფორმი