პოლიტიკა
ისრაელმა საქართველო შავ სიაში ისევ დააბრუნა

israeliროგორც გამოცემა „isra.com“ იუწყება, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ანტიტერორისტულმა შტაბმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, სადაც ებრაელებისთვის გამგზავრება სახიფათოა. შტაბი თანამემამულეებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. „თუ აუცილებლობის შემთხვევაში მაინც გადაწყვეტთ ამ ქვეყნებში ვიზიტს, გირჩევთ, მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვება გამოიჩინოთ“, - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში.

ამასთან, იგივე რეკომენდაცია გაიცა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებთან დაკავშირებითაც. განცხადებაში განმარტებულია ისიც, რომ ისრაელი საქართველოს კვლავ „გრუზიად“ მოიხსენიებს. „მართალია, საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ითხოვს, რომ სახელწოდებად „ჯორჯია“ გამოვიყენოთ, თუმცა „გრუზია“, ჩვენი აზრით, უკეთ ჟღერს“, – განმარტავენ ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბში.

 

საქინფორმი