სამართალი
საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ექვსი ცხედარია ნაპოვნი.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები გრძელდება.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ექვსი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება სამი პირის სამძებრო სამუშაოები.