საზოგადოება
გალის რაიონის სკოლების მასწავლებლებს გალის ორწლიანი კოლეჯის დამთავრება ევალებათ

galსაქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს:

„ზუგდიდში განთავსებული გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ სიმა ლატარიას განცხადებით, წლეულს გალის 31 სკოლა 308 მოსწავლემ დაამთავრა. აქედან 196 ახალგაზრდამ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის სურვილი გამოთქვა.

„გალის რაიონის სკოლებში ქართული თითქმის არსად ისწავლება. ამიტომაც რასაც აქ ეროვნულ გამოცდზაე ითხოვენ, იმდენ ცოდნას მოსწავლეები გალში ვერ იღებენ“, – აღნიშნა სიმა ლატარიამ. მისი თქმით, გალში მიმდინარეობს მასწავლებელთა გადამზადების პროცესი და სკოლაში სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, ვალდებულნი არიან, დაამთავრონ გალის ორწლიანი კოლეჯი“.

 

საქინფორმი