საზოგადოება
მართლმადიდებელთა კრებულმა წმიდა სინოდს წერილით მიმართა

sinodiმართლმადიდებელთა კრებულმა წმიდა სინოდს კვირას წერილით მიმართა. ამის შესახებ „ობიექტივს“ ანჩისხატის მომლოცველთა კავშირის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა აცნობა.

წერილში მართლმადიდებელთა კრებული აფიქსირებს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას „რელიგიური ორგანიზაციისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ“. ამასთან, წერილზე ხელმომწერნი მითქმა-მოთქმისთვის თავის არიდების მიზნით, ითხოვენ, საზოგადოებისათვის საჯარო გახდეს სინოდის კრება და ის, თუ რომელმა იერარქიამ დაუჭირა მხარი კანონში ცვლილების შეტანას.

აგრეთვე, მართლმადიდებელთა კრება სინოდს სთხოვს, ელექტრონული საბუთების ძალაში შესვლამდე, საქართველოში შეიქმნას მორწმუნეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მეცნირებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს.

„იმ დღეს საპატრიარქოში, სადაც სხვა რელიგიათა პრივილეგიები დასტურდებოდა, ათასობით მართლმადიდებლის მოთხოვნა ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით კრებამ საერთოდ არ განიხილა. ვინ დარჩა უფლებაშელახული?!“ – აღნიშნულია სინოდისადმი გაგზავნილ წერილში.

 

obieqtivi.net