საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ყურადღება მიიპყრო “ambebi.ge”-ს საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ, რომელშიც აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის მიმართ იყო დაშვებული ფაბრიკაციები:
https://www.ambebi.ge/article/304434-35-milioniani-sasaxle-moskovis-prestizhul-gareubansh/.
იგივე მასალა იქნა გამოყენებული bpn.ge” მიერაც:
ჩვენთვის საკვირველია მსგავსი ხასიათის პუბლიკაციების გამოჩენა საქართველოს საინფორმაციო სივრცეში და გაუგებარია რას ემსახურება მსგავსი ხასიათის სტატიები.
საქართველოში კარგად იციან მეზობელ აზერბაიჯანში არსებული რეალური მდგომარეობა.
მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე,
ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აზერბაიჯანი უცვლელად იყო, არის და რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ და სანდო სტრატეგიულ პარტნიორად, რაც არაერთხელ დადასტურდა ჩვენი ერთობლივი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდებში. ორივე ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალისხმევით ჩვენ ერთობლივად ავაშენეთ რეგიონული თანამშრომლობის სამაგალითო მოდელი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
როდესაც მედიაში ჩნდება მსგავსი პუბლიკაცია, ეგრეთ წოდებული „დადგმული“ პასაჟით იმის შესახებ, რომ „პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის პოსტი „მემკვიდრეობით“ მიიღო, აბსოლუტურად შეუსაბამო და პროვოკაციულია.
სხვაგან სად თუ არა საქართველოში, კარგად უნდა იყოს ცნობილი, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დაცვით, არაერთხელ იქნა არჩეული ხალხის მიერ, რომელიც ძალაუფლების ერთადერთი წყაროა. ის, რომ ეს ზედიზედ არაერთხელ მოხდა: 2003, 2008, 2013 და 2018 წლებში, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ იგი ყოველი მომდევნო ვადით არჩევის დროს სრულად ამართლებდა ამომრჩევლის იმედებს და მისწრაფებებს, ხოლო მისი უფლებამოსილების მიმდინარე ეტაპზე, მან თავისი სამშობლო ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა, ოცდაათწლიან კონფლიქტს ბოლო მოუღო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა. მას მამისგან, თანამედროვე აზერბაიჯანული სახელმწიფოებრიობის არქიტექტორ ჰეიდარ ალიევისგან მემკვიდრეობით ერგო მხოლოდ პოლიტიკური ნიჭი და ტრადიციები, სადაც ძმურ საქართველოსთან მეგობრობას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია.
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები თანმიმდევრულად მტკიცდება და მუდმივად ვითარდება ჩვენი ორი ერის საკეთილდღეოდ.
მართალია ეს არ შედის საქართველოში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენ-ლობის მუშაობის პრეროგატივაში, მაგრამ ძნელი არ იქნება იმგვარი მაგალითების მოძებნა, როდესაც „დემოკრატიის მოდელებად“ პოზიციონირებული რიგი ქვეყნების ლიდერები ასევე არაერთხელ იყვნენ არჩეული მათი ხალხის მიერ, მათ შორის ერთი და მავე პოლიტიკური დინასტიების წარმომადგენლები. თუმცა, არავინ, არც ამ ქვეყნებში და არც ჩვენს გეოგრაფიაში, არ ცდილობს ამ ფაქტების წარმოჩენას, როგორც რაიმე დანაშაულებრივს, ხშირად ეს უფრო პირიქითაა.
აქვე იმასაც შევახსენებთ აღნიშნული პუბლიკაციების ავტორებს, რომ აზერბაიჯანის ყველა საარჩევნო კამპანიას, როგორც საპრეზიდენტოს, ისე საპარლამენტოს, ესწრებოდა მრავალი ქვეყნის და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელი, მათ შორის საქართველოდან. საქართველოს წარმომადგენლები კი ყოველთვის ობიექტურად აფასებდნენ აზერბაიჯანელი ხალხის ნების გამოხატვას და იყვნენ მათ შორის, ვინც თბილი სიტყვებით სავსე მილოცვებს უგზავნიდა პრეზიდენტს და მაღალ შეფასებას ანიჭებდნენ არჩევნების შედეგებს.
და ბოლოს, ფუნდამენტურად მიუღებელია უცხოური „ყვითელი პრესის“ გადაუმოწმე-ბელი ინსინუაციების გამეორება, სადაც მიმდინარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ცილისწამების მცდელობა. აზერბაიჯანის ძირითადი კანონის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი „წარმოადგენს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ქვეყნის შიგნით და საგარეო ურთიერთობებში“ (მუხლი 8, ნაწილი 1), „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივი და ღირსება დაცულია კანონი“ (მუხლი 106) და მის წინააღმდეგ ნებისმიერი თავდასხმა განიხილება როგორც აზერბაიჯანელი ხალხის ნების ხელყოფა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საელჩო გამოთქვამს იმედს, რომ ამ მედია პორტალების რედაქტორები, მომავალში უფრო მეტად დაიცავენ ობიექტურობას და არ გაავრცელებენ გადამოწმებულ ინფორმაციას, ამასთან ერთად ისინი ერთგულნი დარჩებიან ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთგაგებისა და ობიექტური გაშუქების ტრადიციებისა, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნების მედია საზოგადოებებს შორის და ემსახურება მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას, პროგრესს და კეთილდღეობას.