აქტუალური
საქსტატი: 2023 წლის დეკემბერში საქართველოს მშპ 8.3%-ით გაიზარდა

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.3%-ით გაიზარდა.

საანგარიში პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7%-ით განისაზღვრა.