აქტუალური
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „კონსერვატიულ მოძრაობა-ალტ-ინფოს“ ჯარიმის სახით 232 705 ლარის გადახდა მოსთხოვა

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 25 იანვარს პარტია „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ჯარიმის სახით 232 705 ლარის გადახდა მოსთხოვა. პარტიის თქმით, თანხის გადახდა 7 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ანგარიშებს დაყადაღება, ხოლო ქონებას ჩამორთმევა ემუქრება.

2022 წლის ივნისში „კონსერვატიული მოძრაობა“ წინა წლის დეკლარაციაში არსებული უზუსტობების გამო დააჯარიმეს. კერძოდ, პარტიას დეკემბერში ბრუნვა არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე პარტიული ოფისი გახსნა. აუდიტმა ასევე აღმოაჩინა ხარვეზები არაფულადი შემოწირულობების ანგარიშგებაში, როგორიცაა ბრენდირებული მასალების დაბეჭდვა და რეგიონული ოფისების რემონტი. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა და ამისთვის დაახლოებით 72 000 ლარი დახარჯა.

დასავლურ კურსსა და კონსერვატიულ ფლანგზე შეტევის რეჟიმზე გადასულმა „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი დარტყმა მიიტანა „კონსერვატიულ მოძრაობაზე“. დამფინანსებლებზე ზეწოლის განხორციელების შემდეგ ახლა უკვე იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით „კონსერვატიულ მოძრაობას“ მოსთხოვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაკისრებული ჯარიმა 232,705 ლარი და 74 თეთრი დაუყოვნებლივ გადაიხადოს, პარტია შეყვანილია მოვალეთა რეესტრშიც“, – ნათქვამია „კონსერვატიული მოძრაობის“ განცხადებაში.