როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, კინორეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ განაცხადა, პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას. ახალი პარტიის საგარეო პოლიტიკური ვექტორი კვლავ ევროსტრუქტურებთან მჭიდრო ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული. გაგრძელდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა. ამასთან, პარტია თავის ამოცანად რუსეთსა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის აღდგენას დაისახავს.
სტამბულში გამართულ შეხვედრაზე მინდია გულუამ მოკლედ ისაუბრა პარტიის სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ ახლად შექმნილი პარტია თავის რიგებში სუფთა ბიოგრაფიისა და მაღალპროფესიული სტანდარტის მქონე ლიდერებსა და რიგით წევრებს გააერთიანებს, რომელთა სახელები არ ასოცირდება ადრინდელ პოლიტიკურ მარცხსა და ინსინუაციებთან.
საქინფორმი