სამართალი
ლეიბორისტები აშშ-ს მერაბიშვილის უწყების შავ სიაში შეყვანისკენ მოუწოდებენ

dzaganiaKროგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის მუშაობაშიც ადამიანების დახოცვა, მიტინგების დარბევა, ხალხის ცემა, ჟურნალისტების დატერორება და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, არაფრით ჩამოუვარდება „ალ-ქაიდას“, „ჰეზბოლასა“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში შეიყვანა.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ლეიბორისტების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, პარტია ჩათვლის, რომ აღნიშნული უკანონო ქმედებები, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის, ამერიკის მხრიდან წახალისებული იქნება.

 

საქინფორმი