როგორც აბდალაძის მეუღლე ნესტან ნეიძე აცხადებს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის სხვა ფაქტებთან ერთად 2002 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავების შესახებ საუბრობს, რეალობას არ შეესაბამება, რადგან, მისი ინფორმაციით, აბდალაძე 2002 წელს არ დაუკავებიათ.
2002 წელს მე გიორგისთან ერთად გაზეთ „ახალ ეპოქაში“ ვმუშაობდი. რაც გიორგის ვიცნობ, იგი დაკავებული არ ყოფილა“, – განაცხადა ნეიძემ.ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის არქივში კი გიორგი აბდალაძის დაკავების შესახებ მასალები არის, თუმცა ამ მასალების მიხედვით, ცხინვალში ის არა 2002 წელს, არამედ 2000 წელს დღე-ნახევრის განმავლობაში იყო დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებაში, რომელიც პროკურატურამ გუშინ გაავრცელა, დაკავებული ამბობს, რომ „2002 წელს ის გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ფოტორეპორტიორად მუშაობდა და სწორედ ამ პერიოდით ათარიღებს მის ცხინვალში დაკავების ფაქტს.
საქინფორმი