აქტუალური
ვიქტორ ორბანი: უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ასევე, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უნგრეთის ეროვნული ასამბლეისთვის იმის მოწოდებას, რომ შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში დაასრულოს რატიფიკაცია“, - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. შესაბამისად, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის უნგრეთი რჩება, რომლის პარლამენტსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა არ ჩაუტარებია.