აქტუალური
დღეს „სამშობლო“ გაიყიდება?!

samshoblo6დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამომცემლობა „სამშობლოს“ ელექტრონულ აუქციონზე გაყიდის. კოსტავას ქ. №14-ში მდებარე 9447.00 კვ მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ღირებულება 16 მლნ 200 ათასი ლარია.

გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა აუქციონზე რამდენჯერმე იყო გატანილი, თუმცა ობიექტის გასხვისება ვერ მოხერხდა. გამომცემლობა „სამშობლოს“ საპრივატიზაციო აუქციონი პირველად 2006 წლის 3 მარტს გაიმართა, მაშინ გამომცემლობის საწყისი ფასი 20 მლნ აშშ დოლარი იყო.

რა შედეგით დასრულდება ამჯერად აუქციონი და ვინ გახდება „სამშობლოს“ მფლობელი, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

 

საქინფორმი