სამართალი
გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენება

chvenebaფოტორეპორტიომა გიორგი აბდალაძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„2002 წელს მე ვმუშაობდი გაზეთ "კვირის პალიტრაში" ფოტორეპორტიორად. ხშირად მიწევდა მივლინებებში გასვლა. ერთ-ერთი მივლინება იყო ერგნეთის ტერიტორიაზე. მე უნდა გამეკეთებინა რეპორტაჟი ერგნეთის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან კონტრაბანდის გადმოსვლასთან დაკავშირებით. შესვლისას  მე და მძღოლი ვიმყოფებოდით, რომელსაც საკუთარი მანქანა ჰყავდა. დაგვაკავეს ოსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ერგნეთის ტერიტორიაზე შესვლისას, ნეიტრალური ტერიტორია არის. იმ პერიოდში ეგრე იყო – ნეიტრალური ტერიტორია იყო და გვცემეს.

მე ჩამსვეს მანქანის უკანა მხარეს, ანუ მძღოლის უკანა სავარძელში, გვერდში დამიჯდა – იქიდან და აქედან მათი წარმომადგენლები, მძღოლს წინ დაუჯდა ერთი ადამიანი და აიძულეს, ცხინვალის მიმართულებით წასულიყო მძღოლი.

იქ მისვლისას, ახლა მე ქალაქის ორიენტირი და ის არ ვიცი, რამდენი ხანი ვიარეთ, და რომ მიგვიყვანეს იქ, შენობაში თვალი მოვკარი, რომ აბრაზე იყო რუსულად – Южно Осетинская Республикса, ნუ მაშინდელი КГБ იყო, ახლა როგორა აქვთ და რა აქვთ, არ ვიცი, მაგრამ შეგვიყვანეს შენობაში და დაგვიწყეს ცემა.

მე ცალკე ვიყავი, მძღოლი ცალკე იყო. მე ცალკე ოთახში მცემდნენ ზოგჯერ სამი-ოთხი ადამიანი, იყო შემთხვევა, რომ რამდენიმე, ანუ ხუთიც შემოსულა და ოთხიც. ცემის დროს გვიტარებდნენ ჩხრეკას, რის შედეგადაც მე მიპოვეს პრეზიდენტის აკრედიტაცია, მაშინდელი პრესსამსახურის მოწმობა და მიპოვეს დიქტოფონი, რომელიც იმ მომენტისთვის მქონდა ჩართული, ანუ მე ამ მთელი დაკავების და ცემის პროცესს ვიწერდი დიქტოფონით. ერგნეთში ჩასვლისას ავტომატურად ჩავრთე, რომ გამეკეთებინა ეს ჩართვა.

ამის აღმოჩენის შემდეგ გაღიზიანდნენ ისინი და უფრო უარესად დაგვიწყეს ცემა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით დღე-ნახევრის განმავლობაში. მერე რაღაც მომენტში მომიტანეს დოკუმენტი, რომელზეც უნდოდათ, რომ ხელი მომეწერა და მითხრეს, რომ ეს არისო შენი დაკითხვის ოქმიო, სადაც შენ აღიარებო ჯაშუშობაში ბრალს, რომ შენ აპირებდი დივერსიული აქტის ჩატარებას ცხინვალის ტერიტორიაზე, რაზეც მე თავიდან უარი განვაცხადე, მერე ისევ ცემა იყო და მერე მოვაწერე ხელი და მივეცი ის ხელმოწერილი ფურცელი.

შემდგომში უკვე აღარ იყო ისეთი ძალადობის ფორმები, იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთი, კახელი იყო, თუ არ ვცდები, იმიტომ რომ ქართულად გამესაუბრა, სიგარეტიც შემომთავაზა და მითხრა, რომ, აი, მოწიეო სიგარეტიო, თუ გინდაო, და მე რომ შევეკითხე, რომ შენ ქართულად რომ საუბრობ, ეს როგორ არის აქ დაშვებული, რაზეც მან მითხრა, რომ აქ ყველამ იცის ქართული, ოღონდ შენ არ გესაუბრებიანო.

შემდგომში ვიქენი გადაყვანილი ციხეზე, ცხინვალის ციხეზე, გამთენიისას უკვე დამიძახეს, გამიყვანეს გარეთ, ერთმა პიროვნებამ მითხრა, რომ უნდა გავყოლოდი მას, ჩამსვეს მანქანაში, რამდენიმე პიროვნება იჯდა, სამნი იყვნენ მანქანაში, ერთი წინ იჯდა და ორი გვერდზე ჩამიჯდა, მიმიყვანეს შენობაში, მაგრამ ეს ის შენობა არ იყო, სადაც მანამდე ვიყავით, უფრო ისეთი იყო რაღაც, გარემონტებულივით, შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც დამხვდა ორი რუსი სამხედრო პირი, რომლებმაც თავაზიანად დამსვეს, მითხრეს, რომ დაბრძანდითო, რამე ხომ არ გნებავთ – ჩაი, წყალი, რაღაც შემომთავაზეს და დამიწყეს საუბარი.

პირველი შეკითხვა ჰქონდათ, რომ ეს ნაცემი და ის ნაიარები, როგორ არისო, მე ვუთხარი, ნუ, ახლა მოხდა ესეთი ამბავი-თქო, მაგათმა მითხრეს, რომ თქვენ გაქვთო მძიმე ბრალდება წაყენებულიო, რომელიც ითვალისწინებს ცხრაწლიან მუხლსო.

დაკითხვის დროს, თავისთავად ცხადია, მე ვუთხარი მაგათ საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მათ დამიდეს მაგიდაზე ჩემი ძმების და დედაჩემის ფოტოები და ამ ოფიცრებმა მითხრეს, რომ თუ მე ვიტყოდი უარს, იმ შემთხვევაში იქნებოდა ლიკვიდირებული ჩემი ოჯახი და მე, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ მაგათ ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი...

თუ გამოვაცხადებდი თანამშრომლობაზე სურვილს მაგათთან, მაგ შემთხვევაში გარკვეულ ანაზღაურებასაც გადმოგცემთო, რაზეც მე ვუთხარი, რომ რა არჩევანი მაქვსო, რაზეც მითხრეს, შენ უნდა აირჩიოო და მომიტანეს რაღაც ბლანკის ტიპის ფურცელი, რომელზეც იყო დაწერილი ამ ხელშეკრულების შინაარსი. მე სიმართლე რომ გითხრათ, არ გადამივლია თვალი, ანუ რა მოვალეობები შედიოდა ჩემში და რაღაცა, ხელი მოვაწერე და მივაწოდე და მითხრეს, რომ დღეს გაგათავისუფლებენო, მიგიყვანენ ერგნეთის ბაზრობაზეო, სადაც დაგხვდებიან პრესის წარმომადგენლებიო.

გამოყვანისას ჩვენ მიგვიყვანეს კიდევ ერთ შენობაში, სადაც ჩვენ შეგვხვდა მაშინდელი უშიშროების მინისტრი, თუ არ ვცდები, მაგათი, როგორც მე მითხრეს ეს, ისე ესაუბრებოდნენ ეს თანამშრომლები, მან შეგვეკითხა, რომ ეს ფიზიკური ზიანი და რაღაც ხომ არ არის რამე პრობლემა, მე ვუთხარი, ნუ მოხდა რომ გვცემეს და რაღაცა, Ну Бывает еще хуже, сейчась вас встретят...

ეს მინისტრი გეუბნებათ?

დიახ, გვეუბნება, რომ ერგნეთის ბაზრობაზე შეგხვდებიანო ჟურნალისტები და თქვენ თავისუფლები ხართო.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც მე ვმუშაობდი უკვე სხვა რედაქციაში, გამომცემლობა „სამშობლოში“, გამოსვლისას, მეტრო „რუსთაველთან“ შემხვდა პიროვნება, რომელიც მომესალმა, საშუალო ასაკის კაცი იყო, ვიზუალურად მახსოვს სახით და იმით, მაგრამ საშუალო ასაკის კაცი იყო და მან მითხრა, რომ შემახსენა იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ცხინვალის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

მან მითხრა, რომ პეროვის ქუჩაზე არის გიორგაძის ერთ-ერთი პარტიის ოფისი, სადაც მე უნდა მივსულიყავი, ისინი საქმის კურსში იყვნენ და ისინი მეტყოდნენ, თუ რა დავალებები მექნებოდა შესასრულებელი. მისვლისას ახლა მე აღმოვაჩინე, რომ დროშებით იყო გამოკიდებული მაგათი პარტიის, შევედი შიგნით, დამხვდა მაღალი, ნუ ცოტა ისეთი ტანადი, ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომელმაც შემიპატიჟა ოჯახში იმიტომ, რომ ოფისში სხვადასხვა ოთახები იყო და იქ სხვადასხვა პიროვნებები მუშაობდნენ და მესაუბრა, რომ ჩვენო ვიცითო თქვენ შესახებო, გაგვაფრთხილესო, რომ თქვენო ფოტორეპორტიორი ხართო, ჩვენ გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ ჩვენ რომ მიტინგებს ვაწყობთ, თქვენ უნდა გადაგვიღოთ ეს ფოტომასალა, ანუ როგორი სახით ვრცელდება, სად ჩატარდება ეს მიტინგები, ძირითადად, აინტერესებდათ ზედა რაკურსი, რომ რაოდენობა ადამიანების დაეთვალათ, ანუ მასა უნდა გამოჩენილიყო, ძირითადი ორიენტირი იყო ეს, მაგრამ გარდა ამისა, ნუ პორტრეტებიც და სხვა სახის ფოტოებიც, რა ვიცი, რაც მიტინგს ეხებოდა უშუალოდ და მე ვაწვდიდი ამ ფოტოებს მაგათ. იქვე ხდებოდა კომპიუტერში ამ ფოტოების ჩატვირთვა, მაგრამ ისინი, მე როგორც ვიცი, იყენებდნენ ამას გაზეთებისთვის, ვებსაიტებისთვის და რუსეთში იგორ გიორგაძის პარტიის ოფისისთვის წარსადგენად, რომ რა რაოდენობის ხალხი იყო.

ანგარიშსწორება ხდებოდა ხელზე, იქვე მომიტინგეებს, რომლებზეც იყო რამდენიმე ქალბატონი გამოყოფილი, ნუ სხვადასხვა იყო პერიოდულად მიტინგის მიმდინარეობისას, და ის ქეშად უხდიდა თანხას რა იმ ადამიანებს, ალბათ, კოორდინატორებს, რომლებსაც მოყავდა ეს ადამიანები და ჩემთანაც ხდებოდა ანგარიშსწორება. დაახლოებით 150–200 ლარის ფარგლებში, გააჩნია როდის, სხვადასხვა ტარიფები ჰქონდათ ხოლმე.

ეს გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. შემდგომში, 2007 წელს მე დავიწყე მუშაობა საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის პრესცენტრში, ფოტორეპორტიორად იქაც. მე ვასრულებდი პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოგადაღებებს და მევალებოდა ყველა ვიზიტების, ანუ ჩამოსული სტუმრების ფოტოგადაღება, თავმჯდომარესთან შეხვედრის.

ამ პერიოდისთვის მე ვიცნობდი ზურაბ ქურციკიძეს, ჩვენ კოლეგები ვიყავით და ქურციკიძემ არაერთგვაროვნად შემახსენა, რომ ისიც მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ სააგენტოზე, როგორც მანვე მითხრა, რომ ის ფოტოები, რაც მე მჭირდება თქვენგანო, გიორგიო, მე მჭირდება იმისთვის, რომ მოსკოვში გადავაგზავნოო.

შემახსენაში რას გულისხმობთ?

შემახსენა სიტყვიერად ცხინვალის ამბავი რა. რომ თქვენ თუ გახსოვთ ცხინვალის ამბებთან დაკავშირებით, მეც ვიმყოფები ამ სამსახურში და მთხოვა, რომ ეს ფოტოები, რაღაც ფოტოები გადაღების, ერთ-ერთი, რამდენიმე შეხვედრის, ერთ-ერთი იყო, პირველი, წელი ზუსტად არ მახსოვს დაახლოებით, მაგრამ ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრის, მსგავსი შეხვედრის ფოტოები მიმეწოდებინა მისთვის.

გარკვეული დროის შემდეგ ქურციკიძემ მთხოვა სტენოგრამაც გამეკეთებინა ფოტოებთან ერთად, რადგან ეს ჭირდებოდათ მოსკოვში წარსადგენად, მე შევუსრულე ეს თხოვნა, მერე მითხრა, რომ ანგარიშსწორება ხელზე მოხდებოდა ევროთი, დაახლოებით 150-დან 250-მდე ხდებოდა ხოლმე, გააჩნია დავალების სირთულეს.

შემდგომში მე პარლამენტში რომ დავანებე მუშაობას თავი, 2008 წლის ომის პერიოდში, აგვისტოს 8 რიცხვში, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, ქურციკიძე იმყოფებოდა ომში, მან დამირეკა და მთხოვა, რომ დავხმარებოდი.

მე ჩემი მანქანით, „რენო“ მყავდა იმ პერიოდში, ჩავედი გორში და რაღაცა პერიოდებში ჩვენ ვიყოფოდით და ქურციკიძემ მთხოვა, რომ რასაც გადაიღებ მასალებს, მომაწოდე, იმიტომ რომ ეს ჭირდება ისევ წარსადგენად მოსკოვისთვის.

ჩვენ ვიღებდით, ძირითადად, როგორ იხევდა ჩვენი ჯარი სოფლებიდან, მოსახლეობის განწყობა, გარკვეული ჩანაწერებიც ხდებოდა ამისი, ქურციკიძე ურეკავდა ერთ-ერთ პიროვნებას, რომელსაც ეუბნებოდა – тут такое тваритсья და რაღაცა ამბებს ყვებოდა რა, ამ ამბებთან დაკავშირებით რუსულად, მაგრამ ისეთ აგონიაში იყო თვითონაც, მეც, რომ ეს მახსოვდა ეს სიტყვები, რომ очень сильно бомбьят, люди убегают და ასეთი რაღაცები.

მე წამოვედი თბილისში, მას შემდეგ მე ქურციკიძე არ შემხვედრია, ის ფოტომასალა დავუტოვე მას. დაახლოებით 2010-ში მე დავიწყე მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში მე და ქურციკიძეს გვქონდა ერთმანეთთან კონტაქტი, მე ვაწვდიდი ფოტომასალებს, იგივე მევალებოდა, როგორც პარლამენტში, რომ გადამეღო ოფიციალური შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრების, სტუმრების შეხვედრების და რაღაც პერიოდულობით ვაწვდიდი ხოლმე ფოტოებს.

ბოლო თხოვნა მისი იყო, რომ (გადაფარულია ხმა სიგნალით.რედ.) საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის არა მარტო ფოტო, არამედ სტენოგრამაც გამეკეთებინა. ანუ თანმიმდევრობა უნდა ყოფილიყო: მე რომ გადავიღე საგარეო საქმეთა მინისტრი არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ სახელმწიფო კანცელარიაში და პრეზიდენტის რეზიდენციაშიც, რაც მე შევუსრულე, ჩავუწერე, მე ჩავწერე ეს სულყველაფერი ორ ეგზემპლარად – ერთი ეგზემპლარი მივეცი ქურციკიძეს, მეორე დავიტოვე ჩემთვის. ქურციკიძემ მთხოვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასთან დისკი არ გაიხსნებოდა, ის მეორე ეგზემპლარიც მიმეწოდებინა მისთვის. თუ არადა გამენადგურებინა ჩვეულებრივად. მაგ იმის თანხა არ ამიღია, უკვე დაგვაკავეს იმ პერიოდში, ეს სტენოგრამები ძირითადად ამომქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ოთახიდან, რომელიც მდებარეობდა მე-4 სართულზე.

სხვა შემთხვევაში როგორ ხდებოდა ანგარიშსწორება?

ანგარიშსწორება ხელზე ხდებოდა ძირითადად, ხდებოდა – ბლანკი ჰქონდა ქურციკიძეს, სადაც მე ვწერდი, რომ მივიღე მომსახურებაზე 150 ევრო, 200 ევრო და ა.შ.

გიორგი, შენ ამბობს, რომ ეს სტენოგრამა ერთ-ერთი ოთახიდან ამოიღე, როგორ მიგიწვდა ხელი ამ ინფორმაციამდე? მხოლოდ და მხოლოდ ეს სტენოგრამები, რასაც მოიპოვებდით, ამას გადაცემდით, თუ თვითონაც გიწევდათ სტენოგრამების გაკეთება?

პერიოდულობით კი.

თქვენ თვითონ აკეთებდით?

კი.

შენ გევალებოდა გიორგი ამის გაკეთება?

არა. სამსახურებრივად თუ ქურციკიძესთან?

სამსახურებრივად არ გევალებოდათ?

არა.

ქურციკიძის დავალებით აკეთებდით?

კი, ქურციკიძის დავალებით ვაკეთებდი.

მე ჩემს კომპიუტერთან, მიზეზად ვიყენებდი, რომ ვერ ვტვირთავ ფოტოებს, მივდიოდი იმ კომპიუტერთან, სადაც მეგულებოდა იდეაში ეს სტენოგრამის ჩანაწერები და მე ისე ვაკეთებდი, რომ თითქოს ფოტოებს ვწერდი და ვეძებდი სხვადასხვა ფაილებს“.

 

საქინფორმი