აქტუალური
საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6588 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6588 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8946 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8941 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.