სამართალი
საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა - განადგურებულია სამხატვრო გალერეის 4000-ზე მეტი ეგზემპლარი, - ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირნის განცხადებით, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი დანაკარგია ეროვნული კულტურისთვის“.
სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, 4 000 ნამუშევარი დაიწვა, ან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა.
ხანძრის ადგილზე აფხაზეთის ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მივიდა. მან ე.წ. გენერალურ პროკურატურას ხანძრის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიანი გამოძიება დაავალა.