აქტუალური
საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის - პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის - ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.
მიღება ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებისა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების პატივსაცემად ტრადიციულად დავოსში გაიმართა.