უცხოეთი
მარია ზახაროვა - რუსეთი და ირანი ახალ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. რუსეთი და ირანი ახალ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი არა მხოლოდ დროული, არამედ დაგვიანებულიც კი არის“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება მოსკოვსა და თეირანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს.

„მოქმედ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საერთაშორისო კონტექსტი შეიცვალა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უპრეცედენტო აღმავლობას განიცდის“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, პუტინმა ირანის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან კრემლში ხუთსაათიანი შეხვედრა გამართა.

interpressnews.ge