უცხოეთი
მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მძარცველებმა სულ მცირე 35 სახლი გაქურდეს. ამის გარდა, დაკავებულებმა საბერძნეთში ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინაც გაძარცვეს.

პოლიციის მიერ ამოღებულია ფული, რამდენიმე მანქანა, ცეცხსასროლი იარაღები, ნარკოტიკული ნივთიერება, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, სიმბარათები, ჩანთები, ნახატები, საათები, ჭურჭელი, სხვადასხვა ქვეყნის ბანკნოტები, ქვითრები და სხვა ნივთები.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ სხვა 13 პირი, გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით გრძელდება.

interpressnews.ge