აქტუალური
შვედეთის მთავრობამ საქართველოს 5 მლნ. შვედური კრონა გამოუყო

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. შვედეთის მთავრობამ საქართველოს 5 მილიონი შვედური კრონა გამოუყო. ინფორმაცია ამის შესახებ შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. საქართველოსთან ერთად, შვედეთმა უკრაინას 50 მლნ, ხოლო მოლდოვას 5 მლნ. კრონი გამოუყო.

მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის NATO-ს ფონდებიდან გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს პროექტებს, მათ შორის, კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის სფეროსა და კომუნიკაციის არხების დაცვის სფეროში.