უცხოეთი
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული აგიტაცია 15 იანვრიდან დაიწყება

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული აგიტაცია 15 იანვრიდან დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, 18 იანვარს გამოქვეყნდება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართება.

1tv.ge