უცხოეთი
ჯო ბაიდენი - აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას.

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ტაივანის საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ვაშინგტონმა განაცხადა, რომ არჩევნებში ჩარევა „მიუღებელი იქნებოდა“ ნებისმიერი ქვეყნის მიერ.

როგორც „როიტერი“ წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ არჩევნები, გარდამავალი პერიოდი პეკინთან კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

ტაივანში დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ დაიცავს ტაივანს ჩინეთის საფრთხისგან და შეინარჩუნებს სტატუს კვოს.

1tv.ge