აქტუალური
რუსეთმა ცხინვალში ნავთობპროდუქტებისა და გაზის ექსპორტზე სატარიფო გადასახადი გააუქმა

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ნავთობპროდუქტებისა და გაზის ექსპორტზე “საბაჟო გადასახადი” გააუქმა. გადაწყვეტილება დღეიდან, ათი იანვრიდან შედის ძალაში.

იმავე წყაროს ცნობით, ნულოვანი გადასახადი გავრცელდება კრემლისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის პროდუქტებზე. გადამეტებულ რაოდენობაზე ჩვეულებრივად გავრცელდება რუსეთის სტანდარტული გადასახადი.

Tass-ის ცნობით, მხარეები 2024 წლისათვის ნულოვან სატარიფო გადასახადზე შეთანხმდნენ ასევე სხვა პროდუქტებთან, კერძოდ პლასტმასასთან, შავ ლითონსა და მათგან წარმოებულ პროდუქტებთან, ასევე ალუმინსა და მისგან დამზადებულ საქონელთან მიმართებით.