აქტუალური
ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა 1 აგვისტოდან დაიწყება

piradobaბათუმის იუსტიციის სახლში უკვე დასრულებულია ბეჭდვითი ცენტრის მონტაჟი, სადაც ე.წ. ID ბარათები დაიბეჭდება. ახალი მოწმობის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ელექტრონული პირადობის მოწმობა განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღეში გაიცემა და მისი ფასი 30 ლარია. იუსტიციის სახლში მოქალაქეებისთვის ID ბარათს, სურვილის შემთხვევაში, 3 ან 5 დღეშიც დაამზადებენ. განცხადების შეტანის დღესვე, ელექტრონული პირადობის მოწმობა მსურველს 65 ლარი დაუჯდება. ახალ მოწმობებს უფასოდ მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათას არ აღემატება, ასევე, მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ვეტერანები.

 

საქინფორმი