უცხოეთი
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 34 წლის გაბრიელ ატალი გახდა

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 34 წლის გაბრიელ ატალი გახდა. ის ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.

მანამდე ატალი განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ელიზაბეტ ბორნმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

1tv.ge