აქტუალური
სპეციალისტების აზრით, ხორბლის ფასის შემცირება პურის ფასზე დაახლოებით 40%-ით აისახება, რადგან პურის წარმოებისთვის საჭიროა ელექტროენერგია, მას სხვა ხარჯებიც ემატება. თუ ხორბლის ფასმა 20%-ით მოიკლო, პურის ფასი 10%-ით მაინც უნდა შემცირდეს. თუმცა ქართულ ბაზარზე წარმოებისთვის საჭირო პროდუქციის გაიაფება პროდუქტზე ისე მყისიერად არ აისახება, როგორც გაძვირება. აქედან გამომდინარე, ხორბლის გაიაფების მიუხედავად, პურზე ფასები ჯერ არ შემცირებულა. როგორც მეხორბლეთა ასოციაციაში აცხადებენ, დღეისთვის წისქვილკომბინატები, ძირითადად, ძვირადშეძენილ ხორბალს ამუშავებენ. როგორც კი ხორბალი და ფქვილი ახალი ფასით შემოვა, პური 5 თეთრით მაინც გაიაფდება.
საქინფორმი