აქტუალური
საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 2024 წლის ბოლომდე 23,7 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალის ძირითადი ნაწილი ქვეყანას საერთაშორისო ბანკების მიმართ აქვს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, 23.736,7 მილიონი ლარიდან საქართველოს ბანკების ვალი 17.180,8 მლნ ლარს შეადგენს.

ამასთან, ყველაზე მეტი ვალი ქვეყანას აქვს აზიის განვითარების ბანკის (6.066,5 მლნ ლარი) და მსოფლიო ბანკის (5.995 მლნ ლარი). ვალის მოცულობის მხრივ მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი – ქვეყანას მისი 2.974,8 მლნ ლარი ვალი აქვს.

საერთაშორისო ბანკების ვალის გარდა, საქართველოს 14 ქვეყნის 4.227 მლნ ლარი ვალი აქვს. ქვეყანას ყველაზე დიდი ვალი აქვს საფრანგეთის (2.172,3 მლნ) და გერმანიის (1.609 მლნ).

საქართველოს კრედიტორებს შორის არიან ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი, ავსტრია, იაპონია, თურქმენეთი და რუსეთი.

გარდა ამისა, საქართველოს ვალებს შორისაა ვალდებულებები ევრობონდებზე და საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ.

საქართველოს საგარეო ვალი დაანგარიშებულია კურსით 2,7122 GEL/$1.