სამართალი
ქურციკიძეს არ სურს საუბარი, რა პირობებში მისცა აღიარებითი ჩვენება

qurcikidzeდაკავებულ ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძესთან სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში დღეს მისი ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იმყოფებოდა, რომლის თქმით, ქურციკიძე კოლეგების პროტესტისა და სოლიდარობის შესახებ ინფორმაციებს რადიოსა და პრესის საშუალებით იღებს და მიუხედავად აღიარებითი ჩვენებისა, მათ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

ამასთან, დღეს ადვოკატმა ოფიციალურად დაადასტურა საქმეში ქურციკიძის აღიარებითი ჩვენების არსებობა, თუმცა იქვე განმარტა, რომ არ შეუძლია კომენტარის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა ეს ზეწოლით, ვინაიდან მის კლიენტს ამაზე საუბარი არ სურს.

P.S. როგორც ჩანს, ძალოვანების მხრიდან დაკავებულებზე ზეწოლისა და მუქარის ფორმები უკვე იმდენად საშინელ სახეს იღებს, რომ „ბრალდებააღიარებულ“ რეპორტიორებს მათზე განხორციელებული ძალადობის, ზეწოლისა თუ შანტაჟის შესახებ მცირე ინფორმაციის გახმიანებისაც ეშინიათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ ამ პოზიციიდან ნათლად ჩანს, რომ აღიარებითი ჩვენება ზურაბ ქურციკიძეს საკუთარი ნებით არ დაუწერია.

 

საქინფორმი