უცხოეთი
10 იანვარს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. 10 იანვარს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელიც ელჩების დონეზე ჩატარდება.

მედიის ცნობით, შეხვედრისას უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხს განიხილავენ.

ინფორმაციას მედია ნატო-ს პრესმდივანზე, დილან უაითზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, დღის წესრიგში იქნება ასევე უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების დაჩქარების საკითხიც.

1tv.ge